Belive

დეპორტივოსთან მატჩში ესპანური გუნდის კარს მეკარეების მწვრთნელი დაიცავს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

28 აპრილს, ,,დეპორტივოსთან'' გასამართი შეხვედრისთვის, ესპანეთის რანგით მე-3 ლიგის გუნდი, ,,არენტეირო'' მეკარის გარეშე დარჩა.

კლუბის ორი მეკარე ტრავმირებულია, მესამე - ბრეა პაბლო კი სწორედ ლა-კორუნიულ გუნდს ეკუთვნის, რის გამოც თამაშის უფლება არ აქვს.

,,არენტეიროსთვის'' ერთადერთი გამოსავალი განაცხადში მეკარეების მწვრთნელის, დიეგო რივასის, დარეგისტრირება აღმოჩნდა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა.

,,ალტერნატივის მოძებნას ვცდილობდით, მაგრამ პირობები მარტივი არ იყო. კლუბმა შემომთავაზა, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად ეს ნაბიჯი გადამედგა. ჩვენ ვესაუბრეთ ფედერაციას, მათ კი თამაშის უფლება მომცეს. ამას, რა თქმა უნდა, არ ველოდი, მეგონა, რომ სხვა გამოსავალს მოვძებნიდით, თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა, რადგან კარიერა შარშან დავასრულე და ვეცდები. გუნდთან ერთად ბოლომდე დავიხარჯო. დეპორტივოს პოზიცია ჩემთვის გასაგებია, ეს არის შეთანხმება ორ კლუბს შორის და მაშინ, როცა კონტრაქტს ხელი მოეწერა, ამ ვითარების პროგნოზირება შეუძლებელი იყო.'' - განაცხადა რივასმა.

დიეგო რივასი კარიერიას განმავლობაში არაერთ ესპანურ გუნდში, მათ შორის ,,ელჩეში'', ,,ეიბარში'', ,,ტენერიფეში'', ,,მურსიასა'' და ,,ალბასეტეში'' თამაშობდა. მისი ბოლო კლუბი კი ,,რასინგ დე ფეროლი'' იყო, სადაც 2018-2023 წლებში ასპარეზობდა.

სხვა სტატიები