დემბელე, დუე, ლუის ენრიკე - საფრანგეთში საუკეთესოები გამოავლინეს
საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024/25 წლების სეზონის მიწურულს, საუკეთესოები გამოავლინეს.
სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთელისა და ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში "პარი სენ-ჟერმენის" წარმომადგენლებმა პირველობა არავის დაუთმეს.
გასაკვირი არაა, რომ ფენომენალური ასპარეზობის გამო, ლიგა 1-ის 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად უსმან დემბელე დასახელდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დესირე დუე გახდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ლუის ენრიკეს გადაეცა.
🔴🔵⭐️ Official: Ousmane Dembele wins the Ligue 1 Player of the Season. pic.twitter.com/0QWYbOdT9I
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 11, 2025
ლუის ენრიკეს მეთაურობით "პარი სენ-ჟერმენი" ბრწყინვალე სეზონს ატარებს. პარიზელებმა ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტული ნაადრევად მოიპოვეს, ხოლო 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერს" დაუპირისირდებიან. ასევე, 24 მაისს, საფრანგეთის თასის ფინალში "პსჟ" "რეიმსის" დამარცხებას შეეცდება.
პარიზული გრანდის მთავარი გოლეადორი უსმან დემბელეა, რომელმაც 28 მატჩში 21 გოლის გატანა და 6 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. რაც შეეხება დესირე დუეს, მის ანგარიშზე 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლური გუნდიც დასახელდა, სადაც 9 ფეხბურთელი "პარი სენ-ჟერმენიდან" მოხვდა, ხოლო 1-1 წარმომადგელი "ლიონსა" (ჩერკი) და "ლილს" (შევალიე) ჰყავთ.
🦸♂️ 𝗟𝗘𝗦 𝟭𝟭 𝗙𝗔𝗡𝗧𝗔𝗦𝗧𝗜𝗤𝗨𝗘𝗦 🦸♂️
— UNFP (@UNFP) May 11, 2025
Ils sont les 11 meilleurs joueurs de @ligue1mcdonalds cette saison.
Bravo Messieurs 🙌#TropheesUNFP pic.twitter.com/7yfc1TAwOH