Belive

დემბელე და მენდეში ლე მანთან შეხვედრას პირადი მიზეზების გამო გამოტოვებენ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, უსმან დემბელე და ნუნუ მენდეში საფრანგეთის ლიგა 1-ის მომდევნო მე-6 ტურის შეხვედრას ლე მანის წინააღმდეგ გამოტოვებენ.

პარი სენ-ჟერმენმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც, წერია, რომ ფრანგმა და პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა მწვრთნელთან და სპორტულ ხელმძღვანელობასთან ყველაფერი შეათანხმეს და ისინი დასვენების პერიოდით ისარგებლებენ. მენდეში და დემბელე ვარჯიშს, შაბათს, 10 ოქტომბერს და კვირას 11 ოქტომბერს გაანახლებენ.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ დასვენების პერიოდით 28 აგვისტოს, ლილის წინააღმდეგაც ისარგებლა.

სხვა სტატიები