Belive

დეკუმ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთანაც უთამაშია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას'' ყოფილმა ნახევარმცველმა, დეკუმ, რომელიც ამჟამად კატალონიური გუნდის სპორტული დირექტორია, რონალდინიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა მათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია:

,,საუკეთესო რონალდინიოა! იცით რატომ? იმიტომ, რომ როცა თამაშობდა, სიამოვნებას იღებდა და ჩვენც გვართობდა... დიდებული იყო!'' - დეკუ

რონალდინიო ,,ბარსელონაში'' 2003-2008 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 207 შეხვედრაში 94 გოლი გაიტანა და 70 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გაუჩომ ,,ბლაუგრანასთან'' ერთად ლა ლიგა (2-ჯერ), ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები