ბარსელონას ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო
ოსლოში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რვაგზის გამარჯვებული ლიონი, სამგზის გამარჯვებულს და გასული წლის ფინალისტ ბარსელონას დაუპირისპირდა. ამ წყვილმა ნახევარფინალში შესაბამისად, არსენალი და ბაიერნი დაამარცხა. ეს 2024 წლის ფინალის რემატჩი იყო, რომელშიც ბარსელონამ 2:0 მოიგო - აიტანა ბონმატისა და ალექსია პუტელასის გოლებით (ლიონის ამჟამინდელი მწვრთნელის, ხონატან ჟირალდესის ხელმძღვანელობით). ფინალი ამჯერადაც ბარსელონას სასარგებლოდ, გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დასრულდა.
ქალთა ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი სწორედ ლიონია (8 ტრიუმფით), მეორე ადგილს კი ბარსელონა ფრანკფურტის აინტრახტთან იყოფს (4 გამარჯვება). წინა წელს კატალონიელები ფინალში არსენალთან დამარცხდენენ - ბარსელონა ევროპაში ბოლო დროის დომინანტია, გუნდმა ჩემპიონობა 2021, 2023, 2024 და 2026 წლებში მოიპოვა.
🏆 𝗦𝗢𝗠 𝗖𝗔𝗠𝗣𝗜𝗢𝗡𝗘𝗦 𝗗'𝗘𝗨𝗥𝗢𝗣𝗔 🏆 pic.twitter.com/jna7l36z3K
— FC Barcelona Femení (@FCBfemeni) May 23, 2026