Belive

დე პაული: "ურთულესი გზა გავიარეთ და ჩემპიონობა დავიმსახურეთ..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა - როდრიგო დე პაულმა, 2022 წლის მუნდიალის გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ დავიბადეთ ტანჯვისთვის, ყოველთვის ვიტანჯებით, იმისათვის რომ უდიდეს შედეგს მივაღწიოთ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება.

სწორედ ამ ტანჯვისა და უდიდესი შრომის შედეგია ეს ყველაფერი, ჩვენ რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონები ვართ. ჩემპიონი გახდე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის დამარცხებით, ეს ასმაგად სასიხარულოა.

მე მიყვარს ყველა არგენტინელი. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატს თავაწეულები ვტოვებთ. იმედი მაქვს, მთელი ქვეყანა ჩვენნაირი ბედნიერია. ცოტა არ მჯერა, მაგრამ ჩვენ სამართლიანი ჩემპიონები ვართ".

a56e5f3d97fefbb4525da11c03ce54bad00626a6

სხვა სტატიები