Belive

რონალდუსთან დაპირისპირების გამო, რუდი გარსია შესაძლოა ალ ნასრიდან გააგდონ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილი ფრანგი მწვრთნელი - რუდი გარსია, კრიშტიანუ რონალდუსთან განხეთქილებისა და კლუბის მოთამაშეებთან ცუდი ურთიერთობის გამო, შესაძლოა "ალ ნასრიდან" გააგდონ.

"რომას", "მარსელისა" და "ლიონის" ყოფილი მწვრთნელი "ალ ნასრიში" 2022 წლის ივნისიდან მუშაობს, თუმცა "Marca"-ს ინფორმაციით თანამდებობას წელიწადზე ნაკლებ დროში დატოვებს.

მიუხედავად "ვარსკვლავური" შემადგენლობისა, "ალ ნასრი" ჯერ კიდევ სამი ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ "ალ იტიჰადს", თუმცა გუნდის მესვეურების მთავარი უკმაყოფილება ბოლო მატჩმა გამოიწვია, სადაც მათ ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდთან "ალ ფეიჰასთან" უგოლო ფრე ითამაშეს. ამ ფრემ კი გუნდში დიდი ვნებათაღელვა და არეულობა გამოიწვია.

მატჩის დასრულების შემდეგ, 59 წლის ფრანგმა მწვრთნელმა მედიასთან ისაუბრა და ცუდი მატჩი ფეხბურთელებს დააბრალა.

გავრცელებული ინფორმაციით კი, ამ ფაქტის გამო კრიშტიანუ რონალდუს პირადი საუბარი ჰქონდა რუდი გარსიასთან, რომელიც საკმაოდ უსიამოვნო იყო.

"მე მათ ვთხოვე, რომ ეს მატჩი ისე ეთამაშათ როგორც წინა თამაში, თუმცა რატომღაც მათ ეს არ მოინდომეს და შედეგიც სახეზეა".

No description available.

კლუბის მიერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ ბევრი გამოცემა იუწყება, რომ საუდის არაბულ კლუბში, გარსიას სამწვრთნელო კარიერა დასრულებულია.

სხვა სტატიები