Belive

დე პაული: ,,კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ, მესიმ გვითხრა, რომ პროვოკაციული შეძახილები არ დაგვეწყო''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, როდრიგო დე პაულმა, გაიხსენა, რა ხდებოდა მის გუნდში კოპა ამერიკის მოგების შემდეგ. ფეხბურთელი, ასევე, ენცო ფერნანდესის გარშემო მომხდარ სკანდალსაც გამოეხმაურა:

,,კოლუმბიის ნაკრებში თქვეს, რომ მესი და დი მარია ისეთივე კარგები აღარ იყვნენ, როგორც ადრე. ჩვენ გვინდოდა, რომ როგორც კი მოვიგებდით, მათთვის პასუხი გაგვეცა. თუმცა, ლეომ გვითხრა, რომ პროვოკაციული შეძახილების დრო არ იყო და უბრალოდ, უნდა გვეზეიმა.

რაც შეეხება ენცოს, მსგავსი სკანდირების ასე სერიოზულად გაანალიზება არ ღირს, რადგან ეს უფრო ხუმრობას ჰგავს. მესმის, რომ რასიზმის მსხვერპლი ბევრი ადამიანია და მათთვის ეს მიუღებელია. თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ ფერნანდესის რომელიმე თანაგუნდელმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, სჯობდა, რომ მისთვის პირადად დაერეკა და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში არ გამოექვეყნებინა. მგონია, რომ ეს ბოროტებაა, ისინი ცდილობენ, რომ მას დააბრალონ ის, რასაც არ იმსახურებს...'' - როდრიგო დე პაული

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა სიმღერა კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, ავტობუსში შეასრულეს. ენცო ფერნანდესის ინსტაგრამ-ლაივში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების შესახებ არგენტინელთა შეძახილები ისმოდა: ,,ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველანი ანგოლიდან არიან ჩამოსულები.''

ინციდენტის გამო, ფერნანდესს ლონდონის ,,ჩელსიში'' რამდენიმე თანაგუნდელმა ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა.

აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფაში საჩივარი შეიტანა, ორგანიზაციამ კი ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სხვა სტატიები