დე ლაურენტისი: 'ტრავმებს ნაკრებში იღებენ და ხელფასებს ჩვენ ვუხდით"
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
აურელიო დე ლაურენტისი აღშფოთებულია იმით, რომ ნაპოლი ფეხბურთელებს საერთაშორისო თამაშებში მიღებული ტრავმების გამო კარგავს. ნაპოლის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს საფეხბურთო სისტემას და მასში ცვლილების შეტანას ითხოვს.
რაჰმანი გავუშვი და ის ტრავმირებული ბრუნდება. ანგისაც ტრავმირებული შემოგვიერთდება. ასე გაგრძელება არ შეგვიძლია. თუ ლიგა არსებობს, შესვენება არ უნდა იყოს.
ფეხბურთელებს კლუბები უხდიან და სწორედ კლუბები წყვეტენ, გაგზავნონ თუ არა ისინი საერთაშორისო თამაშებში. თუ ფეხბურთელი ნაკრებში ტრავმას მიიღებს, სატრანსფერო ფანჯარა უნდა გაიხსნას და კომპენსაცია უნდა მივიღოთ.
როგორც ჩანს, ფიფას და უეფას ლიგები არ აინტერესებთ. - განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა
უნდა აღინიშნოს, რომ ფიფა კლუბებს ტრავმებისთვის უხდის - თუ მოთამაშეები 28 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში ვერ თამაშობენ.