Belive

დე ლაურენტისი: "ოსიმენი ნაპოლიში რჩება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უახლესი ინფორმაციით, "ნაპოლის" ნიგერიელი ფორვარდი და სერია A-ს ბომბარდირი, ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სანდო წყარო, იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

"ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში, რომანოს "ნაპოლის" პრეზიდენტის სიტყვები მოჰყავს ციტატად, სადაც იგი იტყობინება, რომ ნიგერიელ ფორვარდთან შეთანხმება მიღწეულია.

შესანიშნავი სეზონის ჩატარების შემდეგ (39 მატჩი, 31 გოლი, 5 საგოლე გადაცემა), ოსიმენი ტოპ გუნდების მთავარი სამიზნე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელის სატრანსფერო ფასმა 100 მილიონს გადააჭარბა, დე ლაურენტისი მის შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცადა.

"კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, ოსიმენთან სკუდეტოს აღნიშვნამდე ვისაუბრეთ. მასთან კონტრაქტს კიდევ 2 წლით გავაფორმებთ. ახალ მწვრთნელთან, რუდი გარსიასთან ერთად, ჩვენ სხვა ფეხბურთელების კონტრაქტებსაც განვიხილავთ", - აღნიშნული განცხადება დე ლაურენტისმა ლუჩანო სპალეტის შემცვლელის, რუდი გარსიას პრეზენტაციაზე გააკეთა.

ნიგერიელ ფორვარდს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, მის სახელი "ბაიერნს", "ჩელსისა" და "მანჩესტერს" უკავშირდებოდა.

სხვა სტატიები