დე ლაურენტისი: ,,ლუის ენრიკეს დავურეკე, მაგრამ, საბედნიეროდ, მას პსჟ-ში მუშაობა სურდა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, დაადასტურა, რომ მისი გუნდი ზაფხულში მოლაპარაკებებს ლუის ენრიკესთან მართავდა:
,,შემიძლია გავამხილო, რომ ივნისში ლუის ენრიკეს ნამდვილად დავურეკე, მაგრამ, საბედნიეროდ, მას პსჟ-ში მუშაობა სურდა - ნახეთ მისი შედეგები ამ გუნდში!
ასევე, ვესაუბრეთ ტიაგო მოტასაც, თუმცა მას სპალეტის წარმატებული სეზონის შემდეგ, მისი ადგილის დაკავება არ უნდოდა.'' - აურელიო დე ლაურენტისი
,,ნაპოლის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩიანო სპალეტი ზაფხულში რუდი გარსიამ ჩაანაცვლა.
ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ნეაპოლელებმა 10 შეხვედრა ჩაატარეს, 5 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, 3-ში კი დამარცხდნენ.