Belive

"დე ლაურენტისი იმედგაცრუებულია, მოლაპარაკებები ჩიხშია" - Il Mattino

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარტენოპეის" ქართველი ვარსკვლავი 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტის თანახმად, წელიწადში 1.5 მილიონ ევროს იღებს და მისი კონტრაქტის განახლება იტალიური სპორტული მედია საშუალებების განხილვის მთავარი თემაა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აურელიო დე ლაურენტისი და ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა, განახლებულ პირობებზე შეთანხმდნენ, თუმცა Il Mattino აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

ევროპის ჩემპიონატის დროს, გერმანიაში, "ნაპოლიმ" კვარაცხელიას კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივება და 5.5 მილიონი ევრო შესთავაზა - კლუბი ელოდა, რომ პასუხს სექტემბერში მიიღებდა, მაგრამ კვარაცხელიას აგენტმა და გარემოცვამ საპასუხო მოთხოვნები გააჟღერეს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები პრაქტიკულად ნულიდან დაიწყო. კვარას აგენტი წელიწადში 8 მილიონ ევროს ითხოვს და ახლა აურელიო დე ლაურენტისის გადასაწყვეტია, დათანხმდეს თუ არა ამ პირობებს. - Il Mattino.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" 2022/23 წლების სეზონში შეუერთდა, კლუბს სკუდეტოს ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და პირველივე სეზონში სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ 3 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები