Belive

დე ლაურენტისი: "გარსიას შესახებ საუკეთესო გადაწყვეტილებას საჭირო მომენტში მივიღებ"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი, მიმდინარე სეზონში არადამაჯერებლად ასპარეზობს. 8 ტურის შემდეგ, "ნაპოლიმ" მხოლოდ 4 თამაშის მოგება შეძლო და 14 ქულით, მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

ნეაპოლიტანური კლუბის გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავენ და რუდი გარსიას გათავისუფლებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა საინტერესო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ გარსიას შესახებ, საუკეთესო გადაწყვეტილებას საჭირო მომენტში მიიღებს.

 

მთავარ მწვრთნელს კარგი დროება არ უდგას. როდესაც იღებ გადაწყვეტილებას და გუნდში მოგყავს მენეჯერი, რომელმაც იტალიური ფეხბურთი არ იცის, შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს. რუდი გარსიას შესახებ საუკეთესო გადაწყვეტილებას საჭირო მომენტში მივიღებ - ფანები ჩემზე გავლენას ვერ მოახდენენ.

- აურელიო დე ლაურენტისი.

სხვა სტატიები