დე ლა ფუენტე: "ეს ისტორიული საღამოა"
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ესპანეთმა მასპინძელი გერმანია დაამარცხა (2:1) და ნახევარფინალში საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს დაელოდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა.
ეს არის მომენტი, რომელიც უნდა დავაფასოთ. რასაც მივაღწიეთ იმით სიამოვნების მიღების დროა. ფიზიკურობას რაც შეეხება, ვნახოთ, როგორ აღვიდგენთ ძალებს უახლოეს დღეებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ყველა მოთამაშე მზად არის (ნახევარფინალისთვის). ისინი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ.
ეს ისტორიული ღამეა. მე ვამაყობ, რომ შემიძლია წარმოვადგინო ჩვენი ქვეყანა. რამდენად შორს წავალთ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ამ გუნდთან ერთად ფინალში გასვლა შეგვიძლია.
ვამაყობ, რომ ასეთ ფეხბურთელებს ვავარჯიშებ. ბევრ მათგანს მრავალი წელია ვიცნობ. ისინი მიჩვეულები არიან უმაღლეს დონეზე ასპარეზობას და აქვთ ტურნირის მოგების შესაძლებლობა. - განაცხადა დე ლა ფუენტემ
შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. ვირცმა გერმანიას შეხვედრა 89-ე წუთზე გადაურჩინა და ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, თუმცა მიკელ მერინოს თავური, რომელიც 119-ე წუთზე გავიდა, ესპანელებისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.