Belive

დე ლა ფუენტე: "ერთ-ერთი საუკეთესო საუკეთესოს შეხვდა"

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია. 'ფურია როხამ', ერთი შეხედვით უძლეველ საფრანგეთთან ნამდვილი მასტერკლასი გვაჩვენა და დეშამის გუნდი 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

დღეს ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ეროვნულ ნაკრებს ვეთამაშებოდით, მაგრამ მათ წინაშე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იდგა.

რთულია გადმოსცე ის, რასაც გრძნობ, თუმცა ეს უდიდესი ბედნიერებაა. ფეხბურთელთა ეს ჯგუფი უბრალოდ გამორჩეულია. გვსურს გზა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. წინ მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა და ყველაფერს გავაკეთებთ იმის მისაღებად, რაც ასე ძალიან გვსურს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა, თუმცა, ამავდროულად - ფუფუნებაც. ეს უნდა გავაცნობიეროთ და თვალი გადავავლოთ იმ ოთხწლიან ციკლს, რომელიც დავიწყეთ და იმ იდეას, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა.

ჩემი ბიჭები მარტივად აკეთებენ იმას, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა. ბედნიერი და ამაყი ვარ. - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ

ესპანეთის ნაკრები მეორე ფინალისტს ელოდება. ბადის მოერე მხარეს ინგლისისა და არგენტინის ნაკრებები გაარკვევენ იმას, თუ ვინ ითამაშებს 19 ივლისს, მუნდიალის ფინალში, ესპანეთის წინააღმდეგ.

სხვა სტატიები