პატრიკ ვიეირა სენეგალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა
სენეგალმა მთავარ მწვრთნელად პატრიკ ვიეირა დანიშნა.
მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სენეგალმა პაპე თიავი გაათავისუფლა (რომელიც გუნდს 2024 წლიდან ხელმძღვანელობდა) ივლისში, მსოფლიო ჩემპიონატზე 1/16-ფინალიდან გამოთიშვის შემდეგ.
სენეგალმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა, თუმცა ბელგიასთან 3:2 დამარცხდა.
📝 𝗗𝗘𝗔𝗟 𝗗𝗢𝗡𝗘: Patrick Vieira has been announced as the new head coach of Senegal. 🇸🇳🦁 pic.twitter.com/J9LRCgfrC9
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) August 18, 2026
ვიეირა ნოემბრის შემდეგ უმუშევარია. ბოლოს ის ჯენოაში მუშაობდა, საიდანაც 11 თვეში გაანთავისუფლეს. მანამდე ის ერთი წლის განმავლობაში სტრასბურგს წვრთნიდა, ხოლო 2021-დან 2023 წლამდე კრისტალ პალასს, საიდანაც გაათავისუფლეს იმ დროს, როცა კლუბს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ სამი ქულა აშორებდა.