ევროპის ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალური შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკ დე იონგი დასახელდა.
ნიდერლანდელი თავდამსხმელი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროტურნირის ფინალურ მატჩში თავური დარტყმით დუბლის გაფორმება შეძლო. გარდა ამისა, ის შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საბოლოოდ საუკეთესოდაც დაასახელეს.
"სევილიამ" ფინალში მილანის "ინტერს" - 3:2 აჯობა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სტატუსი კიდევ ერთხელ გაიმყარა - ესპანელებმა აქ თასი 6-ჯერ აღმართეს.
დე იონგმა "სევილიაში" პირველ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.