Belive

დე ძერბი: "იტალიაში იტყოდნენ, რომ საუკეთესო მწვრთნელი ვარ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მორიგი ჩავარდნის შედეგად, ტოტენჰემმა, კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ვერ მოახერხა გოლის გატანა ჩემპიონატის საწყის ოთხივე შეხვედრაში.

სადებიუტო ტურში ბრენტფორდთან განცდილი მარცხის შემდეგ, ლონდონელები ნიუკასლ იუნაიტედთანაც დამარცხდნენ, რასაც ნოტინგემ ფორესტსა და ევერტონთან მშრალი ფრეები მოჰყვა.

მძიმე სტარტის მიუხედავად, დე ძერბიმ ბოლო მატჩიდან დადებითი ასპექტების გამოყოფა მაინც შეძლო. პრესკონფერენციაზე იტალიელი სპეციალისტი განსაკუთრებით კმაყოფილი თავისი გუნდის დაცვითი თამაშით ჩანდა.

მაგალითად, იტალიაში რომ ვიყო, ახლა საუკეთესო მწვრთნელად გამომაცხადებდნენ, არა? ორი თამაში - ორი მშრალი მატჩი. რას დაწერდა La Gazzetta dello Sport? ორ თამაშს გაშვებული გოლის გარეშე. თქვენ რას დაწერთ ხვალ - დაცვის საიმედო თამაშზე თუ უგოლობაზე? მითხარით, სინამდვილეში რისი დაწერა გსურთ?

უკვე ვთქვი, რომ სეზონის მომზადება ბევრი მიზეზის გამო დაგვიგვიანდა და პროცესი ძალიან გაიწელა. ბევრი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა, გვქონდა უამრავი ტრავმა და პრობლემა ავსტრალიურ შეკრებაზე.

იტალიურში არის ასეთი სიტყვა - sbloccarsi, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ბარიერის მოხსნას, განბლოკვას ნიშნავს. მჯერა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, ჩვენ შეგვიძლია გოლების გატანაც და თამაშების მოგებაც. ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური ბარიერია, რადგან ოთხი მატჩია არც მოგება გვაქვს და არც გატანილი გოლი. ეს ფეხბურთელებისთვისაც რთულია, რადგან ისინიც ადამიანები არიან და ძალიან ცდილობენ - განაცხადა რობერტო დე ძერბიმ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ტოტენჰემმა მასშტაბური გადაწყობა დაიწყო და კლუბის ხელმძღვანელობამ რობერტო დე ძერბის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა - ახალწვეულთა შესაძენად 300 მილიონ ფუნტზე მეტი დაიხარჯა.

ლონდონელთა ძვირადღირებულ შენაძენებს შორის სანდრო ტონალი, მატეუს ფერნანდესი, ომარ მარმუში და იან პაულ ვან ჰეკე იყვნენ, თუმცა ამის მიუხედავად, გუნდს ჯერ გოლი არ გაუტანია და 2 ქულით მე-17 ადგილზეა.

სხვა სტატიები