ბარსელონამ ზამთრის მთავარი სატრანსფერო სამიზნე განსაზღვრა
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონამ პედრო პორო იანვრის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ განსაზღვრა - წყაროს მტკიცებით, პოროს ტრანსფერით ჰანსი ფლიკი პირადად ინტერესდება.
გერმანელ სპეციალისტს მარჯვენა ფლანგზე გაცილებით უფრო მეტი შეტევითი პოტენციალის შექმნა სურს და ამისთვის პედრო პოროს იდეალურ კანდიდატურად განიხილავს. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონა მზადაა ჟულს კუნდე 70 მილიონ ევროდ გაყიდოს, მიღებული თანხა კი პედრო პოროს ტრანსფერში გამოიყენოს.
27 წლის პედრო პორო ტოტენჰემის ღირსებას 2023 წლიდან იცავს, ამ დროის განმავლობაში მცველმა პრემიერ ლიგის 105 მატჩში მიიღო მონაწილეობა.