Belive

დავით ვოლკოვი: "ნაკრებში გამოძახება საამაყოა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დავით ვოლკოვმა კომენტარი გააკეთა ეროვნული ნაკრებში გამოძახებაზე. აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა არ დამალა, რომ გარკვეული მოლოდინი ჰქონდა.
„ნაკრებში პირველად გამომიძახეს და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის სახელით თამაშის საშუალება მომეცემა, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. დასამალი არაა, რაღაც დოზით ამის მოლოდინი მქონდა“, – განაცხადა დავით ვოლკოვმა.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვედრას ჩაატარებს – 11 ნოემბერს ოფიციალურ მატჩში ბათუმში შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 15 ნოემბერს გორში უზბეკეთს მიიღებს. ვოლკოვს უჭირს იმაზე საუბარი, მიეცემა თუ არა სათამაშო დრო.
„ჩემი საქმეა, კარგად ვივარჯიშო და კარგად მოვემზადო, ვის ათამაშებენ, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე ახლა გუნდში სათამაშო დრო მაქვს და „ზირაში“ ვარ ისეთ მწვრთნელთან, რაშად სადიხოვთან, რომლისგანაც ნდობას ვგრძნობ და ბევრსაც ვსწავლობ."
ვოლკოვი 2019 წელს აზერბაიჯანის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „გაბალაში“ თამაშობდა, 2020 წლის პირველი იანვრიდან კი „ზირაში“ გადავიდა და ამჟამად 9 მატჩში გატანილი 8 გოლით ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია. ვილი სანიოლმა დავით ვოლკოვი შვედეთთან და უზბეკეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის ტრავმირებული გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად გამოიძახა.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები