დავით ყიფიანის თასი: მერვედფინალური წყვილები ცნობილია
1 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ორი, ლიგა 3-ის სამი და ლიგა 4-ის ერთი გუნდი იღებდა.
დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები 18-19-20-21 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია