Belive

დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენმა დანიის თასი მოიგო

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანიის თასის ფინალურ შეხვედრაში დავით ხოჭოლავას ,,კოპენჰაგენმა'' ,,ოლბორგი'' 1:0 დაამარცხა.

თავად ქართველ მცველს დღევანდელ მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია (ხოჭოლავამ რამდენიმე კვირის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა).

ხოჭოლავამ დანიის თასზე წელს სამი შეხვედრა ჩაატარა და 1/16-ფინალში ,,ჰობროსთან'' ერთი გოლის გატანაც შეძლო.

,,კოპენჰაგენი'' დანიის თასის გამარჯვებული ისტორიაში მეცხრედ გახდა, რითაც ,,ორჰუსს'' გაუთანაბრდა.

სხვა სტატიები