დავითაშვილის მორიგი გოლი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა შემტევმა?
საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში სენტ-ეტიენი ლავალს დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
ზურიკო დავითაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეხვედრის პირველი გოლის ავტორიც გახდა. ქართველმა შემტევმა მე-3 წუთზე დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა.
ზურიკო დავითაშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მისი თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს.
Flashscore: 7.5
Sofascore: 7.2
3e : Zuriko remet ça sur penalty… Et les Verts ouvrent immédiatement la marque ! VOILÀ ! 👊
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) February 21, 2026
💚 1-0 🟠 #ASSELAVAL pic.twitter.com/lTs2cvTCpu
სენტ-ეტიენი 43 ქულით მე-2 პოზიციაზეა და გათამაშების ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს - ქართველი შემტევი 11 გოლით და 1 საგოლე გადაცემით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
სენტ-ეტიენი მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, პოს წინააღმდეგ გამართავს.