Belive

დავითაშვილი ლიგა 1-ის 10 საუკეთესო ტრანსფერში მოხვდა

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სენტ ეტიენის" ქართველი ლეგიონერი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ში შესანიშნავ სეზონს ატარებს. დავითაშვილმა "სენტ ეტიენის" მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში, 5 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო და კლუბის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Maxifoot ლიგა 1-ის 2024 წლის 10 საუკეთესო ტრანსფერს ასახელებს, სადაც ზურიკო დავითაშვილიც შეჰყავს.

მის გარეშე "სენტ ეტიენი" ალბათ გაცილებით უფრო დაბალ პოზიციაზე იქნებოდა. "ოსერთან" შესრულებული ჰეთ-თრიკისა და "ანჟერთან" გაფორმებული დუბლის შემდეგ, ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დავითაშვილი ცდილობს, რომ "სენტ ეტიენის" შეტევა მარტომ, ზურგით ატაროს. გატანილი 5 გოლითა და შესრულებული 2 ასისტით, დავითაშვილმა "სენტ ეტიენის" მიერ გატანილი გოლების ნახევარზე მეტში მიიღო მონაწილეობა. - Maxifoot.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილი "სენტ ეტიენს" "ბორდოდან" შეუერთდა და პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.