Belive

დავიდ ვილა: ,,საქართველო არის მეტოქე, რომელიც საქმეს გაგვირთულებს''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილამ, ევროპის ჩემპიონატზე ,,ფურია როხას'' საჩემპიონო შანსები შეაფასა:

,,ვფიქრობ, ესპანეთს ძალიან შორს წასვლა შეუძლია. ბიჭები ასეთი თამაშით სიამაყის მიზეზს გვაძლევენ. მიხარია, რომ ახლა ჩვენს გუნდს ჩემპიონობის რეალური შანსი ისევ აქვს. ჩვენი ნაკრების წარმატების მჯერა, მაგრამ ჩემპიონი მხოლოდ ერთი გუნდი გახდება და ამის მიღწევა რთული იქნება.

ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ასეთივე სულისკვეთებით თამაშის გაგრძელებას. წინ საქართველოს ნაკრებთან მატჩია, რომელიც საქმეს აუცილებლად გაგვირთულებს... ჯერ მათ უნდა მოვუგოთ, შემდეგ კი მომდევნო ეტაპებზე ვიფიქროთ.'' - დავიდ ვილა

საქართველოსა და ესპანეთს შორის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები