Belive

დავიდ ლუიზის არსენალში გადასვლას ჩელსის ფანები ორიგინალურად გამოეხმაურნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად - დავიდ ლუიზი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელია - იგი "მეთოფეთა" შემადგენლობაში 2 წლის განმავლობაში იმუშავებს. ბრაზილიელი მცველის პრინციპული მეტოქის შემადგენლობაში გადასვლას "ჩელსის" გულშემატკივრები ორიგინალურად გამოეხმაურნენ - დავიდ ლუიზი იტალიური რესტორანს, სახელწოდებით "ბაბოს" ფლობს. "ჩელსის" გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, რომ TripAdvisor-ზე შესულიყვნენ და ლუიზის რესტორნისთვის ძალიან ცუდი შეფასებები დაეწერათ. TripAdvisor ტურისტებისთვის განკუთვნილი ვებგვერდია, სადაც ტურისტები სხვადასხვა რესტორნებსა თუ სანახაობებს შეფასებებს უწერენ. დავიდ ლუიზის რესტორანს კი "ჩელსის" გულშემატკივრებმა ასეთი შეფასებები დაუწერეს: "ყველაზე ცუდი ადგილი, სადაც კი წასვლა შეიძლება. ძალიან ცუდი მომსახურება და საშინელი საკვები, რასაც ემატება ის, რომ სამზარეულოდან დიდი ვირთხა გამოვიდა." ასევე ვკითხულობთ: "თეფშზე ხუჭუჭა თმები ეყარა, იატაკზე კი - ვირთხის განავალი. ამ ადგილს არავის ვურჩევ."

სხვა სტატიები