Belive

დავიდ ლუიზი აზარის ნაცვლად მესის ან რონალდოს მოიაზრებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსიმ" ეუფას ევროპა ლიგის ფინალში თანაქალაქელი "არსენალის" წინააღმდეგ შენსანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და 3-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. ეს შეხვედრა "ლურჯების" მთავარი მოქმედი ფიგურის, ედენ აზარისათვის უკანასკნელი იყო მათ შემადგენლობაში, ამასთან დაკავშირებით დავიდ ლუიზმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც ის აზარის ნაცვლად მხოლოდ მესის ან რონალდოს მოიაზრებს. "პირველი რიგში მინდა ვთქვა, რომ მიხარია ედენ აზარს რომ ვიცნობ, ასევე ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიომ იცის თუ ვინ არის აზარი და რა შეუძლია მას. მინდა წარმატებები და დიდი წინსვლა ვუსურვო მას სამომავლო კარიერაში, თუმცა, რა თქმა უნდა, მის გარეშე "ჩელსის" ძალიან გაუჭირდება. ედენის შემცვლელად მხოლოდ მესის ან რონალდოს ვხედავ, სხვა ალტერნატივა ჩემთვის ფაქტობრივად არ არსებობს", - განაცხადა დავიდ ლუიზმა. შეგახსენებთ, ედენ აზარს "ჩელსის" შემადგენლობაში 352 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მან 110 გოლისა და 92 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები