Belive

დავიდ დე ხეამ უარი თქვა საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშზე

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

დავიდ დე ხეამ უარი თქვა საუდის არაბეთში გადასვლაზე, იყო შანსი რომ თავის ყოფილ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ეთამაშა "ალ ნასრში", მაგრამ ტრანსფერი როგორც Sportbible წერს არ შედგება.

33 წლის მეკარე უკლუბოდაა. მან მანჩესტერ "იუნაიტედი" ზაფხულში დატოვა. ინგლისში 12 წლიანი ასპარეზობის შემდეგ დე ხეას კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ სურს. ის შემდგომში შეცვალა მილანის "ინტერიდან" გადასულმა ანდრე ონანამ, რომელიც კლუბის პირველი მეკარე გახდა.

დე ხეას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს თუ სად გააგრძელებს კარიერას. გავრცელებული ინფორმაციით, მან მოლაპარაკებები გამართა ესპანეთის მეორე დივიზიონის "ელდენსთან", მაგრამ შეთანხმება არ არის მიღწეული. ესპანეთის ყოფილ ფეხბურთელს ასევე უკავშირებდნენ საუდის არაბეთის "პრო ლიგაში" გადასვლას, გავრცელებული ინფორმაციით, დაინტერესებული იყო "ალ ჰილალი".

ერთ-ერთი ცნობით, The Sun იტყობინება, რომ დე ხეამ უარყო რონალდუს საუდის არაბეთის გუნდის, "ალ ნასრის" უზარმაზარი კონტრაქტის შეთავაზება, რომელიც კვირაში 500 000 ფუნტს შეადგენდა.

Sportbible-ს ცნობით კი მისი მეუღლე ედურნე გარსია ალმაგრო, საუდის არაბეთში წასვლას არ განიხილავს და მისი უარიც სწორედ ამით არის განპირობებული.

თუმცა, არსებობს შანსი, რომ დე ხეა შეუერთდეს ლიონელ მესის მაიამის "ინტერში". როგორც ამბობენ, MLS-ის მხარე ესპანელით არის დაინტერესებული, ხოლო შეერთებულ შტატებში გადასვლა მეკარისთვის გარკვეულწილად მიმზიდველია.

სხვა სტატიები