Belive

დაუჯერებელი სტატისტიკა - სერია A-ში ინტერს მხოლოდ მილანი ამარცხებს

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს მილანი ინტერი დაუპირისპირდნენ, ამჯერადაც გამარჯვება როსონერის დარჩა - 3:1.

ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა, მე-4 წუთზე კრისტიან პულიშიჩმა მილანი დააწინაურა, შემდეგ მე-10 წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდა ადრიენ რაბიომ, 22-ე წუთზე ალესანდრო ბასტონიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 43-ე წუთზე დიეგო მორეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღნიშნულ შეხვედრაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა, ინტერმა სერია A-ს ბოლო 40 მატჩში მხოლოდ 3-ჯერ წააგო, ისინი სამივეჯერ მილანმა დაამარცხა.

  • ინტერი 23 ნოემბერს დამარცხდა მილანთან

  • ინტერი 8 მარტს დამარცხდა მილანთან

  • ინტერი 31 ოქტომბერს დამარცხდა მილანთან

იტალიის სერია A-ს ცხრილში ინტერი 25 ქულით ლაციოსთან ერთად პირველ და მეორე პოზიციას იყოფს (ლაციოს თავისი შეხვედრა ჩასატარებელი აქვს). მილანი 21 ქულით მე-4 ადგილზეა.

სხვა სტატიები