Belive

დარვინ ნუნიესმა საუდის არაბეთის დატოვება მოითხოვა - მას რივერ პლეიტი ეპატიჟება

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი, დარვინ ნუნიესი, ლივერპულიდან საუდის არაბეთში გადასვლიდან 3 თვეში ძალიან უკმაყოფილოა და მას არაბეთის დატოვება სურს.

ამის შესახებ ინფორმაციას ძალიან გავლენიანი სპორტული მედიები ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დარვინმა უკვე მიმართა მის აგენტებს, რომ ახალი კლუბი ეძიონ, რადგან დარვინს საუდის არაბეთიდან წამოსვლა ზამთრის სატრანსფერო ჯანფარაზევე სურს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხოლო მისმა წარმომადგენლებმა დარვინი არგენტინულ რივერ პლეიტს შესთავაზეს, რაზეც არგენტინულმა მხარემ თანხმობა განაცხადა, თუმცა ნუნიესის პრიორიტეტი ევროპაში დაბრუნებაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ ევროპულ კლუბს არ გამოუხატავს კონკრეტული ინტერესი მის გადაბირებაზე.

ნუნიესი „ენფილდზე“ 2022 წლის ივნისში ბენფიკადან, 64 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. მან „წითლების“ რიგებში 143 მატჩში 40 გოლი გაიტანა, მაგრამ გასულ სეზონში, როდესაც მათ ტიტული მოიპოვეს, პრემიერლიგაში მხოლოდ რვა მატჩი დაიწყო ძირათადი შემადგენლობიდან.

დარვინ ნუნიესმა ალ ჰილალში გადაბარგების შემდეგ 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები