Belive

დარჩება ან დაისვენებს | ხავი 1 წელი სხვა კლუბს არ ჩაიბარებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

Diario Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" მწვრთნელი ზაფხულში სხვა გუნდის ხელმძღვანელობის ვარიანტს არ განიხილავს. პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას თხოვნის მიუხედავად, ხავი გადაწყვეტილების შეცვლაზე ნაკლებად ფიქრობს, გაცილებით დიდია ალბათობა იმისა, რომ მწვრთნელი ერთი წლით დაისვენებს.

ბარსადან წასვლის გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპული კლუბების წარმომადგენლები ხავის გარემოცვას დაუკავშირდნენ. ერთ-ერთი მათგანი "აიაქსია", იყო სხვა შემოთავაზებებიც, თუმცა ბარსელონა ერთადერთი კლუბია, ვისთანაც ხავი მზად არის ისაუბროს, ფეხბურთის ლეგენდას კარგი ურთიერთობა აქვს ბარსელონას ხელმძღვანელობასთან.

მომავალ კვირას ყველა მხარე კვლავ განიხილავს სამომავლო პესპექტივებს. კლასიკოს შედეგი ამ მოლაპარაკებების მსვლელობაზე გავლენას არ მოახდენს. თუ ხავი გადაწყვეტს წასვლას, ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ რაფაელ მარკესი იქნება, რომელიც ამჟამად ბარსელონა B-ს წვრთნის.

სხვა სტატიები