Belive

დანიის ფეხბურთის ფედერაციამ ერიქსენის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დანიის ფეხბურთის ფედერაციამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:
,,დღეს დილით კრისტიან ერიქსენთან ვისაუბრეთ, მან თანაგუნდელები მოიკითხა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში გამოკვლევებს განაგრძობს. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, გუნდი და სამწვრთნელო შტაბი ერთმანეთის დახმარებას განაგრძობს. გვინდა, თბილი დამოკიდებულებისთვის მადლობა გადავუხადოთ ყველა გულშემატკივარს, ფეხბურთელს, დანიისა და ინგლისის სამეფო ოჯახებს, საერთაშორისო ასოციაციებსა და გუნდებს,'' - წერია დანიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
დანიასა და ფინეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა, ფეხბურთელი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს. უეფამ მალევე დაადასტურა, რომ ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სხვა სტატიები