ვენაში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ავსტრიისა და დანიის მატჩი გადაიდო
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიასა და დანიას შორის ერთა ლიგის შეხვედრა 22:45 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვენაში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სიტუაციის გამოსასწორებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფში სწორედ ეს ორი ნაკრები ლიდერობს - საწყის ტურში ავსტრიამ ხორვატიას სტუმრად 3:0 მოუგო, დანიამ კი საფრანგეთი 2:1 დაამარცხა.
An einer Behebung des Stromausfalls wird derzeit intensiv gearbeitet. Noch sind viele Bereiche im 2. Bezirk in Wien ohne Strom. Sobald es Neuigkeiten bzgl. Ankickzeit gibt, melden wir uns wieder. #AUTDEN — ÖFB - oefb.at (@oefb1904) June 6, 2022