Belive

დანიის ნაკრების მწვრთნელი: "რონალდუს გარეშე პორტუგალიას სერიოზული პრობლემა შეექმნება"

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალია, ერთა ლიგის მატჩში, დანიასთან სათამაშოდ ემზადება. კრიშტიანუ რონალდო კი კვლავ ყურადღების ცენტრშია და 41 წლის ასაკშიც, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად რჩება. დანიის ნაკრების მწვრთნელმა, ბრაიან რიმერმა გააკრიტიკა ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ვეტერანი ფეხბურთელი ნაკრებიდან უნდა წავიდეს. 48 წლის სპეციალისტმა მსგავსი საუბრები ფეხბურთელის მიმართ უპატივცემულობად შეაფასა. რიმერის აზრით, რონალდუს გავლენა მოედანზე, მის შედეგებს ბევრად აღემატება და ის ნაკრებში შიდა ბალანსისა და იერარქიის შენარჩუნებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ჩემი აზრით, ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ. ისინი ვერ აფასებენ იმ მნიშვნელობას, რომელიც მას ამ გუნდში აქვს. ვფიქრობ, როდესაც ის სანაკრებო კარიერას დააასრულებს, იერარქიის თვალსაზრისით, დიდი პრობლემა შეიქმნება. - ბრაიან რიმერი

მიუხედავად იმისა, რომ რიმერი რონალდუს მნიშვნელობას ხაზს უსვამს, თავმდამსხმელის უახლოეს მატჩში მონაწილეობის საკითხი, კვლავ გაურკვეველია. რონალდუმ, ბოლო პერიოდში, გუნდური ვარჯიშები გამოტოვა, რის გამოც, ფიზიკური კონდიციების სამართავად, მისთვის ინდივიდუალური პროგრამა შეიმუშავეს. კარიერის განმავლობაში, რონალდუ დანიის ნაკრებს ცხრაჯერ დაუპირისპირდა და ოთხი გოლი გიტანა.

სხვა სტატიები