დანი ოლმომ ბარსელონასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" დანი ოლმოსთან შეთანხმებას მიაღწია. იტალიელი ჟურნალისტის თქმით, ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2030 წლამდე გაფორმდა.
კატალონიელებმა "ლაიფციგს" ახალი შეთავაზება უკვე გაუკეთა.
შეგახსენებთ, რომ ნიკო ვილიამსი "ბარსაში" გადასვლაზე უარი თქვა. The Athletic-ის ცნობით, უილიამსი აპირებს "ბილბაოსთან" კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს, სადაც უკვე გაუმჯობესებული პირობები ექნება. ნიკო უილიამსი ამ გზით დაამტკიცებს ერთგულებას მშობლიური კლუბისადმი და 2024/2025 წლების ევროპა ლიგის სეზონში ატლეტიკს დაეხმარება. მისი დებიუტი 2020 წელს შედგა და 122 მატჩი ჩაატარა.