დანი მოტა პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს - უარი ლუქსემბურგის ნაკრებს
მონცას თავდამსხმელმა დანი მოტამ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში პირველი გამოძახება მიიღო. ფეხბურთელი მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ტრავმირებული ფეხბურთელების ტრინკაოს და გერეიროს ჩასანაცვლებლად გამოიძახა.
პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური მატჩები აქვს ჩასატარებელი შვედეთთან 21 მარტს და სლოვენიის წინააღმდეგ 26 მარტს.
დანი მოტამ სამჯერ თქვა უარი ლუქსემბურგის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაზე, მაგრამ მას მაინც რჩება უფლება, სანამ პორტუგალიის შემადგენლობაში არ ითამაშებს.
After Trincão's injury, Niederkorn-born Union Titus Pétange academy product Dany Mota gets a call-up for the Portuguese senior national team!
— Football in Luxembourg 🇱🇺 (@LuxembourgFooty) March 19, 2024
Mota has turned down the opportunity to play for Luxembourg thrice, but remains eligible until he plays for Portugal. https://t.co/9NDHG5l7nP