Belive

დანი ალვეში დამნაშავედ სცნეს - ბრაზილიელს ოთხნახევარი წლით პატიმრობა შეეფარდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე, დანი ალვეში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ოთხნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საქმე ეხება 2022 წლის 31 დეკემბერს გაუპატიურების ბრალდებას, რომელსაც ესპანეთის სასამართლო ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილ ვარსკვლავს ედავებოდა.

გარდა თავისუფლების აღკვეთისა, მარჯვენა მცველს დაზარალებულისთვის 150 000 ევროს გადახდაც დაეკისრა.

თავად ფეხბურთელი ბრალდებას არ ეთანხმება, მისმა ადვოკატმა კი განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

დამატებითი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სტატია განახლდება...

სხვა სტატიები