Belive

დაიწყო გამოძიება, რომელმაც შესაძლოა ფეხბურთში გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ბრიუსელში დაიწყო სასამართლო პროცესი, სადაც "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ საჩივარია შეტანილი. გარკვეულ კითხვებს აჩენს პარიზულ გრანდში არგენტინელი ვარსკვლავის ლიონელ მესის გადასვლა.

მომჩივანთა მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელი "ბარსელონას" უმსხვილესი ფანკლუბია. არგენტინელი ფეხბურთელის კატალონიურ კლუბში დარჩენა შეუძლებელი იყო, რადგან გუნდს ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევა უწევდა. თუმცა, "პსჟ-ში" ასე არ მოხდებოდა, რადგან საფრანგეთში საფეხბურთო სტრუქტურები სრულიად განსხვავებულია.

სწორედ ამ ყველაფრის გამო, პარიზელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელია შეტანილი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, დედაქალაქელებს სანქციები დაეკისრებათ.

გარდა ამისა, ამ საქმემ შესაძლოა ფეხბურთში სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ყველა ევროპული ჩემპიონატი მსგავსი ფინანსური წესებით იმართებოდეს. ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ამ აზრის მომხრეა და ევროკომისიას ესპანურ მოდელსაც სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდება, არსებობს გეგმა B, რომელიც მხოლოდ ლა ლიგას შეეხება. ჯერჯერობით, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ცნობილი არ არის თუ რა იქნება სათადარიგო გეგმა.

სხვა სტატიები