Belive

ვინისიუსი: "შესაძლოა, ჩაბი ალონსოს კარგად ვერ ვუგებდით"

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ვინისიუს ჟუნიორმა ჩაბი ალონსოსთან ურთიერთობა გაიხსენა.

"ყველა მწვრთნელს თავისი აზრი აქვს და შესაძლოა, გარკვეულ მომენტებში ალონსოს კარგად ვერ ვუგებდით.

სეზონის რთული პერიოდი გახლდათ, რადგან მატჩებში მხოლოდ რამდენიმე წუთი ვითამაშე, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, გარკვეულ საკითხებზე დავფიქრდი და ახლა ნამდვილად უკეთესი მოთამაშე ვარ, ვიდრე ადრე", - ამბობს ვინისიუს ჟუნიორი.

ჩაბი ალონსოს მთავარი მწვრთნელობის პერიოდში, ვინისიუს ჟუნიორს მადრიდის რეალში შეზღუდული სათამაშო დრო ჰქონდა, ელ კლასიკოში ნაადრევი შეცვლის გამო კი ფეხბურთელმა ესპანელი სპეციალისტის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა, რასაც სკანდალი მოჰყვა.

სხვა სტატიები