დაბრუნება 12 წლის შემდეგ - დევიდ მოიესი ისევ ევერტონს გაწრთვნის
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ევერტონმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 61 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი, დევიდ მოიესი კლუბს 12 წლის შემდეგ მეორედ ჩაიბარებს, მერსისაიდელებმა რამდენიმე დღის წინ, შონ დაიჩი გაათავისუფლეს.
დევიდ მოიესი ევერტონს 2002-დან 2013 წლამდე წრთვნიდა, ახლა კი ბრუნდება მეორედ, რადგან ევერტონი გავარდნას გადაარჩინოს, გუნდი ზედიზედ 71 წელია ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს. ევრტონი გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
მოიესმა 2013-ში ალექს ფერგიუსონის დატოვებული "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბარა, თუმცა ცუდი შედეგების გამო 1 წელში გაათავისუფლეს, მას შემდეგ "სოსიედადში", "სანდერლენდსა" და "ვესტ ჰემში" მუშაობდა.
დევიდი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული მწვრთნელი, რომელმაც 2002 წლიდან 2013 წლამდე, ევერტონს 500-ზე მეტი მატჩის განმავლობაში უხელმძღვანელა - ნათქვამია ევერტონის განცხადებაში
'Once Everton has touched you...' 💙 pic.twitter.com/Kne6LyraM6
— Everton (@Everton) January 11, 2025