Belive

CIES-ის კვლევის მიხედვით, კვარაცხელია 100 საუკეთესო შემტევში არ შედის

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

CIES Football Observatory-ის ყოველკვირეულ კვლევებს კიდევ ერთი შეემატა. ამჯერად მათ მსოფლიოს 100 საუკეთესო შემტევი ფეხბურთელი წარმოგვიდგინეს - 3 მთავარი კომპონენტის გათვალისწინებით (დრიბლინგი, მომენტის შექმნა და მომენტის დასრულება).

ქულათა მაქსიმალური ოდენობა 99-ია. ფეხბურთის რიგითი მაყურებლისთვის სია ძნელად წარმოსადგენია, მაგალითად ცხრილს მაიკლ ოლისე ლიდერობს, რომლის საშუალო ინდექსიც 88.5-ია.

მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონას" ლამინე იამალს (87.7) და "ბაიერ ლევერკუზენის" ფლორიან ვირცს (85.0) უსწრებს. ტოპ ათეულში შედის ორი ბრაზილიელი (ვინისიუს ჟუნიორი და სავინიო), ორი ფრანგი (უსმან დემბელე და დეზირე დუე), ინგლისელი (ბუკაიო საკა), ეგვიპტელი (მოჰამედ სალაჰი) და ჰოლანდიელი (ნოა ლანგი).

უცნაურია, რომ კილიან მბაპე მხოლოდ მე-11 ადგილს იკავებს, ხვიჩა კვარაცხელიასთვის კი ადგილი ასეულშიც არ მოიძებნა.

CIES Football Observatory ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიზის შვეიცარიული ცენტრია.

სხვა სტატიები