Belive

"ჩვენ უკვე ძლიერი გუნდი აღარ ვართ" - შვაინშტაიგერმა კლოპის გერმანია გააკრიტიკა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, საბერძნეთთან მარცხის შემდეგ, საკუთარი ნაკრები გააკრიტიკა. შვაინშტაიგერის თქმით, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, საშუალო დონის გუნდად იქცა. გერმანიამ, საბერძნეთის წინააღმდეგ, საკმაოდ სუსტად ითამაშა და უკვე ზედიზედ ოთხი შეხვედრაა, რაც თამაშს ვერ იგებს.

74-ე წუთზე, დიმიტრიოს კურბელისის დარტყმის შემდეგ, ბურთი იოზუა კიმიხს შეეხო და ასე გადაკვეთა გერმანიის ნაკრების კარის ხაზი. ბერძნებისთვის ეს ისტორიული გამარჯვება იყო. გერმანია საბერძნეთთან 11 ოფიციალურ შეხვედრაში, პირველად დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრები მკაცრად გააკრიტიკა.

ჩვენ უკვე საუკეთესო გუნდი აღარ ვართ. საშუალო დონეზე დავეშვით. მეტოქეზე ისეთი ზეწოლა ვერ მოვახდინეთ, რომელიც მას პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ აღარ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის ბედის შეცვლა და გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ. - ბასტიან შვაინშტაიგერი

ამ მატჩის ჩათვლით, გერმანიას წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ, თამაში აღარ მოუგია. "ბუნდესნაკრებს" ძალების აღდგენა სჭირდება. გერმანია მომდევნო თამაშს 1 ოქტომბერს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შემდეგ კი, საბერძნეთს ესტუმრება, სადაც რევანშის მოპოვებას ეცდება, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შეინარჩუნოს.

სხვა სტატიები