Belive

39 მილიონი ევრო და 5-წლიანი კონტრაქტი - მილანი კიდევ ერთი ნახევარმცველით გაძლიერდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანმა ბრიუგედან 39 მილიონი ევროს სანაცვლოდ არდონ იაშარი იყიდა.

შვეიცარიელმა როსონერისთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იტალიური მედიის ცნობით, მისი გადაბირებით არაერთი გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა იაშარმა არჩევანი ბავშვობის საყვარელ გუნდზე შეაჩერა.

23 წლის ნახევარმცველი, რომელიც გასულ სეზონში ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად (ასევე, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც) დასახელდა, მილანში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

იაშარმა 2024-2025 წლების სეზონში ბრიუგეს მაისურით ჩატარებულ 52 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

  • მილანმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მე-3 ნახევარმცველი გაიფორმა - იაშარის ყიდვამდე, ალეგრის გუნდმა სამუელე რიჩი შეიძინა, ლუკა მოდრიჩი კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა.

სხვა სტატიები