"ჩვენ გვინდოდა გუნდის ტექნიკური დონის გაუმჯობესება, ისეთი ფეხბურთელებით, როგორიც ზურიკოა" - სენტ ეტიენის მწვრთნელი
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"სენტ ეტიენის" მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე და ლოლიომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ზურიკო დავითაშვილის შესახებაც ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაშს ევროზე თვალს ადევნებდა და მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება საერთაშორისო დონეზეც:
ჩვენ გვინდოდა გუნდის ტექნიკური დონის გაუმჯობესება, ისეთი ფეხბურთელებით, როგორიც ზურიკოა (დავითაშვილი), რომლებსაც უთამაშიათ ლიგა 2-ში, მაგრამ ასევე საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილებაც აქვთ.
ზურიკო მომავალ კვირას ჩამოვა, რადგან ევროზე ასპარეზობის შემდეგ კუთვნილი დასვენებით ისარგებლა, ვფიქრობ, ის მომდევნო კვირის შუა რიცხვებში დაბრუნდება.
რა თქმა უნდა, ევროზე ჩვენ ფეხბურთელებს ვაკვირდებოდით. მქონდა ტელეფონი და კომპიუტერი. შემეძლო მატჩების ყურება და გადახედვაც. მე ახალწვეულის ყველა მატჩი ვნახე. - ოლივიე და ლოლიო - "სენტ ეტიენის" მთავარი მწვრთნელი
Zuriko Davitashvili va bientôt rejoindre ses nouveaux coéquipiers 👇 #ASSE https://t.co/gvyCNP27lL
— Envertetcontretous (@Site_Evect) July 16, 2024
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევმა "ბორდო" დატოვა და "სენტ ეტიენთან" კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ხელშეკრულებაში კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტიც გათვალისწინებულია.