"ჩვენ გვაქვს ენფილდი და ყველამ იცის ეს რას ნიშნავს" - იურგენ კლოპი
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
გულშემატკივართა დიდ ყურადღებას ერთ-ერთი წყვილი იქცევს, სადაც ერთმანეთს "ლივერპული" და მოქმედი ჩემპიონი "რეალი" დაუპირისპირდებიან. წილისყრის შემდეგ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა – იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა:
"რეალის რეკორდი ევროპაში საუკეთესოა, მაგრამ ყველამ იცის, რომ არც ჩვენია ცუდი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს "ენფილდი" და ყველამ იცის ეს რას ნიშნავს."
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) November 7, 2022
მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 14, 15, 22 და 23 თებერვალს ხოლო საპასუხო შეხვედრები 14, 15, 21 და 22 მარტს გაიმართება.