Belive

ბერნარდუ სილვა: "მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუსთვის ვითამაშებ..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტისა" და პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა - ბერნარდუ სილვამ, ჟურნალისტებთან მოახლოვებულ მუნდიალსა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

"ყველა მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულია, თუმცა ეს მუნდიალი ჩვენთვის ბევრად უფრო განსაკუთრებული იქნება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. მიზეზი რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუა, რადგან იგი კარიერის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს თამაშობს.

პირადად მე საკუთარ თავზე მეტად, კრიშტიანუსთვის ვითამაშებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რონისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებული აღმოჩნდეს. რთულია იმაზე საუბარი, რომ შემდეგ მუნდიალზე იგი ჩვენთან ერთად მოედანზე ვერ იქნება, თუმცა ამაზე ჯერ ვერ ვფიქრობთ, რადგან ამ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატება გველოდება".

ბერნარდუ სილვა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს, მას დღემდე 72 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით თავი 8-ჯერ გამოიჩინა.

ასევე შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრებში 2022 წლის მუნდიალზე მონაწილეობას H ჯგუფში: სამხრეთ კორეის, ურუგვაისა და განას ნაკრებებთან ერთად მიიღებს.

სხვა სტატიები