ჩუამენი €100 მილიონად - რეალი ფრანგ ამომავალ ვარსკვლავს ყიდულობს
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
ამჟამად ჩაუმენი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და ერთა ლიგის მატჩებისთვის სამზადისს გადის. სავარაუდოა, რომ მისი სამედიცინო შემოწმება მომდევნო დღეებშია დაგეგმილი. ცნობილია ისიც, რომ მბაპეს ტრანსფერზე მუშაობის პარალელურად, მადრიდის "რეალი" ჩაუმენის ტრანსფერზე მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2019/20 წლების სეზონის შემდეგ, მადრიდული გრანდი ხმაურიან და მრავალმილიონიან ტრანსფერს პირველად განახორციელებს. გასულ სეზონში, მადრიდელებმა ედუარდო კამავინგა (€31 მლნ.) და დავიდ ალაბა (თავისუფალი აგენტი) დაიმატეს, ხოლო 2020/21 წლების ზაფხულის სატრანფერო პერიოდში "რეალს" ფეხბურთელი საერთოდ არ შეუძენია. ასევე იხილეთ: კამავინგას გზა - ლტოლვილთა ბანაკიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეThere's no stopping that strike - ‣ #LOSCASM | @atchouameni pic.twitter.com/kXIyJP9luz
— AS Monaco EN (@AS_Monaco_EN) May 9, 2022