Belive

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: "ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს, არ ვიცი რა ვთქვა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია 0:3 დაამარცხა და 3 ტურის შემდეგ 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა - ბლაგოია მილევსკიმ, მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"საქართველომ კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ ასეთი მარცხის შემდეგ არ ვიცი რა ვთქვა. თამაშს 50 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით მათშორის პირველი გოლის შემდეგაც, თუმცა შემდეგ გავტყდით. საქართველო ფიზიკური მომზადებით ჩვენზე მაღალ დონეზე დგას, ჩემი აზრით ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. მოთამაშეებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, მათ მოედანზე ყველაფერი დადეს. უიღბლობაა, ჩვენ ვდომინირებდით თუმცა გოლის გატანა ვერ შევძელით, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ, მომავალ კვირას სიტუაციის გამოსწორებას ვეცდებით". 
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 12 ივნისს, “დინამო არენაზე” ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები