Belive

სტეფანო პიოლი დღის ბოლომდე ალ ნასრის მთავარი მწვრთნელი გახდება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ალ ნასრის" ხელმძღვანელობამ მორიგი სადავო გადაწყვეტილება მიიღო - არაბებმა კლუბიდან მთავარი მწვრთნელი - ლუის კასტრო გაუშვეს და მას "მილანის" ყოფილი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, სტეფანო პიოლი ჩაანაცვლებს.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტისა და ფეხბურთის მიმომხილველის - ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სტეფანო პიოლი საუდის არაბეთში მილანიდან დღეს გაფრინდება და დღესვე დაიხურება მისი ტრანსფერი. დღის ბოლოს, 58 წლის იტალიელი თავკაცი "ალ ნასრს" ოფიციალურად ჩაიბარებს.

"ალ ნასრი" ახალ სეზონს ქულების დაკარგვით იწყებს. კლუბი, რომელშიც მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა, საწყისი 3 ტურის შემდეგ 5 მოპოვებული ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ პიოლი იმ მილანის 'არქიტექტორია", რომელმაც 2021-2022 წლების სეზონში სკუდეტო მოიგო. გასული სეზონის ბოლოს ის მილანს გამოემშვიდობა და მას შემდეგ უმუშევარია.

სხვა სტატიები