Belive

ჭორები დასრულდა - გიორგი მიქაუტაძე მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს "ლიონმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი მიქაუტაძე დაიმატეს. ქართველმა ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა, რაც მას ლიონთან 2028 წლის 30 ივნისამდე დააკავშირებს. ლიონმა გიორგის ყოფილ კლუბს "მეცს" 18.5 მილიონი ევრო გადაუხადა, ამის გარდა დამატებით ხარჯებში 4.5 მილიონი გასწია და მოუწევს პოტენციური მოგებიდან მეცს კიდევ 1 მილიონი გადაუხადოს, ასევე აიღო ვალდებულება, შემდეგი ტრანსფერიდან მიღებული შემოსავლის 15% მეცს გადაურიცხოს.

გიორგი მიქაუტაძემ ცოტა ხნის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ისტორიული შედეგი დააფიქსირა. გუნდი მერვედფინალში გავიდა, თავად კი ტურნირირის თანაბომბარდირი გახდა (3 გოლით). მიქაუტაძეს ნაკრებში ჩატარებულ 29 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

ლიონი გიორგის მშობლიური კლუბია, რომელშიც 15 წლამდე ირიცხებოდა. შემდეგ ამ კლუბის დატოვება მოუხდა, მეცი კი გამოდგა ადგილი, სადაც მას "მეფე გიორგი" შეარქვეს. მეცის რიგებში ჩატარებულ 64 თამაშში, ქართველმა ფეხბურთელმა 38 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიქაუტაძეს შვებულება 27 ივლისამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი სეზონს ლიონთან ერთად დაიწყებს.

სხვა სტატიები